19.ნოემბერი .2022 10:11

USAID-ის და Sweeft-ის პარტნიორობა საგანმანათებლო პლატფორმის განსავითარებლად

273
უკან

USAID და Sweeft პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მარკეტინგის სფეროში საგანმანათლებლო პლატფორმის გასავითარებლად პარტნიორობას აგრძელებენ. 16 ნოემბერს პარტნიორობის შეთანხმება პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მარკეტინგის სფეროში საგანმანათლებლო პლატფორმის გასავითარებლად USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა და Sweeft -ის აღმასრულებელმა დირექტორმა გააფორმეს. რომლის საფუძველზეც, USAID-ის მხარდაჭერით, #Sweeft და მისი პარტნიორები იმუშავებენ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ციფრული მომსახურებების ბაზრების საჭიროებების გადაჭრაზე. რას მოიცავს 20-ი ახალი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც პროფესიული უნარების მიმართულებით უნდა მომზადდეს.