მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის კარტოფილის პროგრამა საქართველოში

BM.GE
11.10.21 09:36
430
კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა საქართველოში დაბალია - დაახლოებით 12 ტონა ჰექტარზე - რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში მიღებული მოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. ეს მეტწილად იმით არის განპირობებული, რომ ფერმერები უხარისხო სათესლე კარტოფილს იყენებენ, რომლებიც ვირუსების ან სხვა დაავადებების მიმართ მდგრადობით არ გამოირჩევა და დაბალმოსავლიან ჯიშებს წარმოადგენს. ამ მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლისა და ასევე გლეხების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ჩაეშვა საქართველოში USAID-ის კარტოფილის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კარტოფილის წარმოებისა და ფერმერთა შემოსავლის გაუმჯობესებას, პროდუქტიული ჯიშების ხარისხიანი სათესლე კარტოფილის გაძლიერებას და ფერმერების გადამზადებას საუკეთესო პრაქტიკაში. პროგრამა სამ წლიანია. როგორია მოლოდინები?