მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის მხარდაჭერით, პროექტის - „სტაჟირებისა და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“ II ფაზა იწყება

BM.GE
31.01.23 12:15
315
ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების მიზნით, „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი - ICDC”, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, თბილისსა და რეგიონებში, მასშტაბური სტაჟირების პროექტის მეორე ფაზას იწყებს. პროექტის ფარგლებში 50-ზე მეტი პარტნიორი კერძო კომპანიის შერჩევა მოხდება 5-ი სხვადასხვა სექტორიდან და 150 სტუდენტს/კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება და მიიღოს პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა.

სტუმრები: მაკა კუკავა - „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი - ICDC”, პროექტის ექსპერტი;
ნათია კაპანაძე - USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გენდერისა და ახალგაზრდების საკითხების ექსპერტი.