მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის მხარდაჭერით სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის ახალი პროგრამა იწყება

BM.GE
12.05.22 13:04
505
აშშ-ს მხარდაჭერით სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის ახალი პროგრამა იწყება. პროგრამა, რომელიც USAID - ისა და ამერიკის სავაჭრო პალატის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება, ხელს შეიწყობს საქართველოს სტუმართმასპინძლობის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას და პერსონალის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადამზადებას. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროფესიული ცოდნა შეიძინონ და შემდეგ უკვე დასაქმდნენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სასტუმროებში. სასწავლო კურსი 5 თვიანია, საიდანაც 4 თვე ანაზღურებდია. კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: სტუმართმასპინძლობის საფუძვლები, HACCP-ის სტანდარტები, ადამიანური რესურსების მართვა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, გაყიდვები მასპინძლობის სფეროში, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სხვა.