მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის პროგრამის ფარგლებში, “ტრანსფორმირდი” 64 სტუდენტის პროფესიულ გადამზადებას დააფინანსებს

BM.GE
27.05.22 19:52
459

USAID-ის პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, PACE ჯგუფში შემავალ კომპანია „ტრანსფორდში“, რომელიც „ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ ოპერირებს, 6-კვირიან სასწავლო კურსს 64 სტუდენტი გაივლის. როგორც bm.ge-ს „ტრანსფორდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა განუცხადა, სასწავლო პროგრამას სრულად „ტრანსფორდი“ აფინანსებს.

სატრენინგო პროგრამა მოიცავს სატვირთო ოპერაციების შემსრულებელი დოკერის და ჰიდრავლიკური თვითმავალი სახსრულ-ისრიანი ამწეს მძღოლ-ოპერატორის გადამზადების კურსს. „კურსის ხანგრძლივობა 6 კვირაა, მათ შორის 3 კვირა თეორიულ ნაწილს მოიცავს ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში, 3 კვირა - კი პრაქტიკას შპს „ტრანსფორდში“, - ამბობს ვასილ მაზიაშვილი.