მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და ვადაგადაცილება პროექტებში - სად არის გამოსავალი?

BM.GE
03.03.23 15:00
244
საინჟინრო დარგი დეგრადირებს, რაც მშენებლობის ხარისხზე მოქმედებს. ეს შეფასება bm.ge-თან კომპანია “ბაზალტ ფაიბერის გენერალურმა დირექტორმა ივერი ქუცნაშვილმა გააკეთა. როგორც ქუცნაშვილი ამბობს, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისას სწორედ პროექტირებაა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც საბოლოო ჯამში მშენებლობის ხარისხზე და მიმდინარეობაზე გავლენას ახდენს. არის თუ არა სახელმწიფოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროექტირება და ხარისხი მთავარი გამოწვევა და სად არის გამოსავალი?