მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალერი გელაშვილი სურამში საინვესტიციო პროექტს განახორციელებს

BM.GE
29.03.21 15:17
1292
ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრის, ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის კომპანია „ლიტ ჯეო ინვესტი“ სურამში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ BM.ge-სთან თავად ვალერი გელაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კომპლექსი 22 305 კვადრატზე იქნება გაშენებული და 22 კოტეჯს, სასტუმროს 75 ნომერს, რესტორანს, აუზს, საკონფერენციო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცესა და სამედიცინო კაბინეტებს გააერთიანებს.„ეს ადგილი არ არის დიდად ტურიზმზე გათვლილი, აქცენტს ადგილობრივებზე ვაკეთებთ. კომპლექსის მთავარი ღირებულება ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი სამედიცინო კაბინეტები იქნება, რადგან მათთვის პერიოდულად მშრალი ჰავაა საჭირო, ამიტომ, შეირჩა სურამი კომპლექსის მშენებლობისთვის“- აღნიშნა ბიზნესმენმა.