მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველნეს კოტეჯები საკუთრების 50-წლიანი უფლებით გადაიცემა

BM.GE
14.10.22 09:09
248
„ველნეს კოტეჯები 50-წლიანი საკუთრების უფლებით", - „ბიოლისა“ და ქართული ველნეს ასოციაციის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე მათთვის, ვისთვისაც ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრება ფასეულია, სულ მალე ახალ პროექტს წარუდგენს."ბიოლის" დამფუძნებლის განმარტებით, პროექტი არა მხოლოდ უძრავ ქონებას, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესს აერთიანებს. ამის შესახებ თამაზ მჭედლიძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. "ბიოლის" ეკოლოგიურად სუფთა და ინფრასტრუქტურულად გამართულ გარემოში, ადამიანები კოტეჯების საკუთრებაში მიღებას ველნესის მცოდნე პერსონალის და მედიცინის სფეროს სპეციალისტების მომსახურებით მიიღებენ.