მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველობილიკები თბილისში - "ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ვერ იქნება მხოლოდ ჯიპების ქალაქი"

BM.GE
02.10.19 23:59
1031
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ვერ იქნება მხოლოდ ჯიპების ქალაქი,- ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხშირად ისმენს წუხილს ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როცა ამ პროექტის განხორციელებისას ადამიანებს დისკომფორტი ექმნებათ მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით ან სხვა მიმართულებით. თუმცა, კალაძე ამბობს, რომ სხვანაირად შეუძლებელია და “სხვანაირად საქმე არ კეთდება”.