08.დეკემბერი .2020 12:11

ვინ არიან მეათე მოწვევის პარლამენტარები? - ეკატერინე ციმაკურიძე საქმიან დილაში

291
უკან

პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა. - ასეთია საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის ჩანაწერი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყანაში დეპუტატის მანდატის მიღების შესაძლებლობას აძლევს ყველა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ მოქალაქეებს, რომლების ამომრჩევლის მხარდაჭერას მიიღებენ. საქარველოს პარლამენტის წევრობისათვის კონკრეტული პროფესიული უნარების ცოდნა სავალდებულო არაა, კანონმშემოქმედებით საქმიანობაში არც იურისტობაა აუცილებელი და არც რომელიმე და ნებისმიერი სხვა პროფესია. ამავე დროს პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი და სწორედ მისი ინდივიდუალურად და მათი დეპუტატების კოლექტიურ მუშაობაზეა დამოკიდებული როგორ იმუშავებს ქვეყნის მმართველობითი ინსტიტუცია. არის თუ არა საჭირო კონრეტული პროფესიის და უანრების მქონეთა პარლამენტში ყოფნა?

სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი - საქართველო", ხელმძღვანელი