მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის მსოფლიოში #1 სნაიპერი “Wali”?

BM.GE
15.03.22 12:58
874
ბოლო რამდენიმე დღეა საერთაშორისო მედია, ყოფილი კანადელი ჯარისკაცის შესახებ ალაპარაკდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი სნაიპერია, მეტსახელად “ვალი”. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ის 1 მარტს უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, სხვა სამ ყოფილ კანადელ ჯარისკაცთან ერთად მას შემდეგ ჩავიდა, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოუწოდა უცხოელებს ჩაერთონ ომში რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ. როგორც კანადელი ვეტერანი CBC-სთან ინტერვიუში ამბობს, მას სურს დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ იმის გამო იბომბებიან, რომ სურთ, იყვნენ ევროპელები და არა რუსები. და მაინც ვინ არის კანადელი ჯაროსკაცი, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველ სნაიპერად არის აღიარებული? როგორ მოიპოვა მან ეს რეპუტაცია და რას გეგმავს?