მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ აშენებს ნამახვანის ორჰესიან კასკადს?

BM.GE
25.07.20 00:28
987
ვინ აშენებს ნამახვანის ორჰესიან კასკადს? ამ კითხვაზე პასუხია ENKA Renewables LLC. ამ საპროექტო კომპანიაში 90%-ს ფლობს საერთაშორისო კორპორაცია ENKA - სათავო ოფისით სტამბულში, ხოლო დანარჩენ 10%-ს - ნორვეგიული CLEAN ENERGY GROUP. ნამახვანის პროექტი ENKa-ს 63 წლიანი გამოცდილების მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია და მისი საინვესტიციო ღირებულება 800 მილიონი ამერიკული დოლარია. 2019 წელს ENKA-ს ბრუნვა მილიარდ 900 მილიონი ამერიკული დოლარი იყო - აქედან 60% მოდის ინჟინერიასა და მშენებლობაზე; 18% უძრავ ქონებაზე - კომპანია ფლობს და ოპერირებს 1.35 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის უძრავ ქონებას; 16% ელექტროენერგიის გენერაციაზე და 6% ვაჭრობაზე. ENKA - 5 მილიარდი ამერიკული დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციას ითვლის; ხოლო აწ უკვე გარდაცვლილი შარიქ ტარა 2.5 მილიარდი ამერიკული დოლარით Forbes -ის 2018 წლის მილიარდერთა რეიტინგში 962-ე ადგილზეა. მისი შვილი, ENKA-ს სამეთვალყურეო საბჭის თავმჯდომარე, სინან ტარა, მილიარდერების რეიტინგში 1.2 მილიარდი ამერიკული დოლარით ხვდება.
SHOW LESS