18.იანვარი .2021 10:04

ვინ კრძალავს ბაკურიანში ბინების გაქირავებას?

128
უკან

აკრძალულია სასტუმროების საქმიანობა, მაგრამ კერძო ბინის გაქირავებაში ვერ ჩავერევით – ასეთია განმარტება შრომის ინსპექციის ხელმძღვანელისა ბიემჯისთან ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ბაკურიანში ბინის მფლობელები გააფრთხილეს, სასწრაფოდ დაცალონ გაქირავებული აპარტამენტები და აღარ გააქირავონ.

“ერთადერთი რაც განხორციელდა, ეს იყო სასტუმროების შემოწმება. კერძო ბინის გაქირავება–არგაქირავების საკითხებში ვერ ჩავერევით. ამის არავითარი ბერკეტი არ არსებობს. კოორდინირებულად ვმოქმედებთ შს სამინსიტროსთან და არაფერი მსგავსი არ ყოფილა. შემოწმებები იყო როგორც ბაკურიანში, ასევე ბორჯომში. სასტუმროს საქმიანობა არ გამოვლენილა”,– აცხადებს ბექა ფერაძე.

კორონავირუსის პანდემიის გამო ზამთრის სეზონზე საქართველოში სამთო–სათხილამურო კურორტებზე სასტუმროს საქმიანობა აკრძალულია, არ მუშაობს არც საბაგიროები და სრიალი შეუძლებელია. ბექა ფერაძე ამბობს, რომ ამ სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის უფლება სახელმწიფოს არ გააჩნია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ კომენტარის შემდეგ ცხადია გაჩნდა კითხვა სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია თუ მანდატის ლეგიტიმურობის პრობლემაა იმ შემთხვევებში როცა ასეთი ფაქტები აშკარად დაფიქსირდა.


სტუმარი: ვატო ასათაშვილი - “ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი