მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ მოემსახურება ასაკოვანი მომხმარებლების საპენსიო საბანკო ანგარიშებს?

BM.GE
25.06.21 10:10
436
რამდენიმე დღიანი ხმაურიანი განხილვების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პენსიონერებთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკთან“ შეთანხმება შედგა. „ლიბერთი ბანკთან“ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ საპენსიო შემოსავლებთან აკავშირებს, 2022 წლამდეა დადებული, თუმცა, იქამდე წლის ბოლოს, უკვე ახალი ტენდერი ახალი პირობებით გამოცხადდება. ითქვა ისიც, რომ „ლიბერთი ბანკი“ გარკვეულ დათმობებზე წავა, რას გულსიხმობს დათმობები და რა პირობებზე შეთანხმდენ ბანკთან?

სტუმარი: ირაკლი ზარქუა - პარლამენტარი, “ქართული ოცნება”;