მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ უგეგმავს მთავრობას ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიას?

BM.GE
25.03.21 14:45
696
რატომ დააგვიანა მთავრობამ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია? ეს კითხვა უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად ისმის, თუმცა კონკრეტული პასუხები ამ დრომდე არ მოგვისმენია. დღეს კი გაირკვა რომ სტრატეგიული კამპანიის შესახებ, რჩევებს მთავრობას საერთაშორისო კომპანია აძლევს, თუმცა რომელი კომპანია, დღეს მთავრობაზე არ უსაუბრიათ და არც დაუსახელებიათ. რაც შეეხება უშუალოდ ვაქცინაციის პროცესს საქართველოში დღეს გამთენიისას „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განმარტა, რომ 29 500 დოზა ვაქცინა გადანაწილდება 14 000 მოქალაქეზე. რა მოლოდინებია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით?