მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის შეეხება ამნისტია ადმინისტრაციულ სახდელებზე?

BM.GE
20.09.19 10:36
3370
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ და პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება.

სტუმარი: იოსებ ბაღათურია - აღსრულების ეროვნული ბიურო, თავმჯდომარე