მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის შეეხება იპოთეკური სესხების სუბსიდირება? - პირობები და კრიტერიუმები

BM.GE
29.05.20 00:24
2311
უძრავი ქონების ბაზარზე მოსალოდნელი კრიზისის თავიდან არიდებისთვის შექმნილი 430-მილიონიან ანტიკრიზისულ პაკეტით საქართველოს მთავრობა ბინების გაყიდვების წახალისებას გეგმავს. მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის დაწესდა იპოთეკური სესხის სუბსიდია 4%-ის ოდენობით, რომელსაც ქვეყნის გადასახადის გადამხდელები დაუფინანსებენ იმ პირებს, რომლებიც კრიზისულ ვითარებაში ახალი ბინების შეძენას გადაწყვეტენ. იპოთეკების სუბსიდირებაზე მთავრობა 70 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. დამატებით მოხდება იპოთეკური სესხების გარანტირება, რაზეც დამატებით 14 მლნ ლარი არის გათვალისწინებული. რას სთავაზობს მთავრობა კერძო სექტორს და ფიზიკურ პირებს?