მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VISA “შარქ თენქ საქართველო”-ს მხარდასაჭერად!

BM.GE
14.06.22 10:39
348
უკვე ორი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა "შარქ თენქ საქართველოს" პროექტისთვის ედევნებინა თვალი, რომლის ფორმატითაც “შარქები”, დამწყები ბიზნესებისგან იდეებს ისმენენ და სტარტაპებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ღია ეთერში ჰქონდათ შესაძლებლობა ბიზნეს იდეები გამოცდილი შაქრებისთვის, ინვესტორებისთვის გაეზიარებინათ და მათგან ფინანსური თუ ინტელექტუალური დახმარება მიეღოთ. 2 სატელევიზიო სეზონზე 3 მილიონის ჯამური ინვესტიციაა შარქ თენქ საქართველოს ფარგლებში განცირხიელებული. საქართველოში მეგაშოუს გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი მეორე სეზონზეც Visa იყო, რომლის გუნდს სჯერა, რომ სწორედ ასე იქმნება სტარტაპ- ეკოსისტემა ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.

სტუმარი: დიანა კიღურაძე - კავკასიაში Visa, რეგიონული მენეჯერი და უფროსი დირექტორი;