მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისთვის ატარებს თიბისი სტარტაპ ბიზნესკურსს?

BM.GE
03.11.21 12:27
369
თანამედროვე სამყაროში კარგი პროდუქტის შემქმნელისათვის წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბება მხოლოდ კარგი პროდუქტი საკამრისი არ არის. მაშინ როცა ინფორმაციის წყარო და რესურსია ყველგან, მაშინაც კი როცა ჩვენ რაღაც ინფორმაციას არ ვეძებთ, საერთოდ არ ვეძებთ, ვბლოკავთ კიდეც ამბები იმ ფორმით როგორც მის შემქმნელებს სურთ რომ ჩვენამდე მოვიდეს მაინც აღწევს. სწორედ ამიტომ და ამ რეალობაში მარკეტინგს და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. 
ბიზნესში მარკეტინგის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად არა მხოლოდ დღევანდელ საქართველოში პრაქტიკოს ან დამწყებ ბიზნესებს გარკვევა უჭირთ. არადა მაგალითები იმისა რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს ბევრი გიგანტი თუ პატარა კომპანიის მაგალითზე დასტურდება.
პრობლემის იდენტიფიცირება ერთია და მისი გადაჭრისათვის მუშაობა მეორე. ალბათ ყველაზე ზუსტი სამიზნე იყო თიბისის სტარტაპ კურსი, რომელიც კარგად იდენტიფიცირებული პრობლემის ერთგვარი სივრცის შემავსებელია. ცხადია მათთვის ვინც კურსის გამოყენებას გადაწყვეტს, და ეს ნამდვილად არის შანსი იმიტომ რომ ბიზნესკურსი თიბისის ორგანიზებით, მონაწილეებისთვის უფასოა.
უკვე ჩატარებული კურსების პრაქტიკა აჩვენებს რომ ვებინარებზე დასმული კითხვები და უშუალო კომუნიკაცია დამსწრეებისთვის არაიდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის საშუალებაც შეიძლება იყოს.

ბრენდი და კომუნიკაცია — ნინო ეგაძე
ნინო ეგაძე თიბისის მარკეტინგის დირექტორია და სტარტაპ კურსის ფარგლებში ბრენდსა და კომუნიკაციაზე ისაუბრებს. ის აღნიშნავს, რომ თიბისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას ავითარებს. ამ საკითხში კი ბიზნესებისა და სტარტაპების მხარდაჭერას დიდი ადგილი უჭირავს. კურსის მიზანია, სტარტაპებს გაუზიარონ ცოდნა, რათა მათ მინიმალური ბიუჯეტით თუ სწორი ხედვით მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა და განავითარონ კომპანია. “მიგვაჩნია, რომ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკის, ისე მთლიანად საზოგადოების განვითარებისთვის. რაც შეეხება სტარტაპ კურსს, ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ დიდი პროგრამისა, რომელშიც ათასობით ბიზნესი, ათი ათასობით მომხმარებელი და სტარტაპერი მონაწილეობს. პროგრამას ძალიან პრაქტიკული დანიშნულება აქვს — მისცეს ცოდნა ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ რესურსი, ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ დაიქირაონ შესაბამისი სპეციალისტები”, — ამბობს ნინო.

ციფრული მარკეტინგი — პავლე გაბრიჭიძე
“ბევრი ადამიანია ჩვენ გარშემო, რომელსაც სტარტაპის შექმნა სურს. მათ დიდ ნაწილს კი არ აქვს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა იმისათვის, რომ სწორად წარმართოს კომუნიკაცია ან, ზოგადად, გაუძღვეს ბიზნესს. ეს კურსი მათ ამ ცოდნის მიღებაში დაეხმარება. მას დადებითი გავლენა ექნება თითოეული სტარტაპის წარმატებაში”, — ასე აღწერს სტარტაპ კურსის მნიშვნელობას პავლე გაბრიჭიძე, ციფრული მარკეტინგის ლექტორი და ტრენერი. მისი თქმით, კურსი, რომელიც სხვადასხვა მოდულისგან შედგება, ერთგვარი გზამკვლევია ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის. “შეხვედრაზე ისინი გაიგებენ, რა უნდა გაითვალისწინონ ციფრული კომუნიკაციის დაგეგმვისას, როგორ უნდა გადადგან ნაბიჯები ამ სივრცეში ისე, რომ შეცდომა არ დაუშვან და მოკლე ვადაში მაქსიმალური შედეგი მიიღონ. თეორიასთან ერთად განვიხილავთ პრაქტიკულ მაგალითებს, ვიმსჯელებთ სხვადასხვა კომპანიის შეცდომებზე თუ წარმატების ისტორიებზე. ეს იქნება სემინარი, სადაც ადამიანები ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვას ისწავლიან”, — ამბობს პავლე.

ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი — ლადი გაბუნია
სტარტაპ კურსის ბოლო შეხვედრა ინვესტიციების მოზიდვასა და ფიჩინგს ეხება. ამ თემაზე ლადი გაბუნია, ინფლუენსერ მარკეტინგის სააგენტოს და პლატფორმა Echolize-ის თანადამფუძნებელი ისაუბრებს. “ჩემი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ინვესტორი არაა მხოლოდ ფული, მას გაცილებით მეტი რამ მოაქვს სტარტაპისთვის — ესაა რესურსები, გამოცდილება, კომპანიის უცხო თვალით შეფასება, კონტაქტები, რაც განვითარებაში გეხმარებათ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ამ კურსიდან შეგიძლია გაიგოთ, არის ის, თუ როგორ უნდა წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და რას გაუსვათ ხაზი, რომ ინვესტორი დააინტერესოთ”, — ხსნის ლადი.

შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იქნება, იგი უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს, განიხილავს მაგალითებს და ისტორიებს.

სტუმარი: გიგი ჯანელიძე - თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის ლიდერი;