მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითარება საექსპორტო ბაზრებზე - როგორია მოთხოვნა ქართულ ხილსა და ბოსტნეულზე?

BM.GE
01.08.22 14:26
311
ატმის ექსპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით საექსპორტო ბაზრებზე 5-ჯერ ნაკლები ატამი გავიდა, ვიდრე 2021 წლის ამავე პერიოდში. ოფიციალური სტატისტიკით იანვარ-ივნისში ქვეყნიდან ექსპორტზე სულ 687 ათასი დოლარის ღირებულების 702 ტონა ატამი გავიდა. სარეალიზაციო ბაზრების მიხედვით, ქართული ატამი თითქმის სრულად მეზობელ ქვეყნებში იყიდება. მთავარი საექსპორტო ქვეყანა კი რუსეთია, რაზეც მთლიანი ექსპორტის 66% მოდის. 

ატმის ექსპორტის მცირე მოცულობაზე განმარტება გააკეთა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. მინისტრის მოადგილის, გელა ხანისვილის თქმით, იმის გამო რომ გაზაფხული ძალიან ცივი და წვიმიანი იყო, მოსავალმა დამწიფება გვიან დაიწყო, შესაბამისად გასულ წელს ატმის პირველი პარტიების გაგზავნა ექსპორტზე თუ მაისში დაიწყო, წელს პროცესმა დააგვიანა. გელა ხანიშვილის განმარტებითვე, კარგი რიცხვებია ივლისის მონაცემებით, რადგან 7 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა. „გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით მცირე ჩამორჩენა - 5 000-ტონიანი გვაქვს, თუმცა ჩამორჩენა ღირებულების ნაწილში მნიშვნელოვნად ნაკლებია. ღირებულებაში ჩამორჩენა მხოლოდ 6%-ია იმის გამო რომ მიმდინარე წელს ექსპორტზე გასული პროდუქტის ფასი 25%-ით არის გაზრდილი.“ აცხადებს ხანიშვილი. 

სტუმარი: ვახტანგ ბეჟიტაშვილი - ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე;