მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვორქშოპი ქართველი სტარტაპერებისთვის პარიზში - Globalize

BM.GE
15.06.22 15:20
562
საფრანგეთის დედაქალაქი ქართველ სტარტაპერებს სტუმრობდა. გლობალაიზმა ამჯერად სტარტაპერები და ინვესტორები პარიზში გააერთიანა და ქართული ბიზნესის ახალი გზაც გლობალურ ბაზარზე შედგა. ქართული სტარტაპებისთვისა და ექსპორტიორებისთვის გლობალურ გაზრებზე ხელშეწყობისთვის ახალი შესაძლებლობები ქართველმა პროფესიონალებმა შექმნეს. Globalize მიზნად ისახავს ქართული სტარტაპებისა და საექსპორტო პროდუქტების/სერვისების საერთაშორისო ბაზრებზე გაყვანასა და მათი საქმიანობის გაფართოებას. ამ საქმეს ემსახურება სალომე კუკავა და მისი გუნდი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქმიან ადამიანებს ერთმანეთს ახვედრებენ. 


იქამდე, სანამ გლობალაიზის ევროპული კონფერენცია დაიწყებოდა, ქართველი სტარტაპერებისთვის მოსამზადებელი ეტაპი იყო. გლობალაიზის გუნდმა ქართველებს მისცა შესაძლებლობა კონფერენციამდე 1 დღით ადრე, საკუთარი სიტყვა პროფესიონალ მენტორებთან ერთად გაევლოთ და ევროპის წინაშე მომზადებული პრეზენტაციით წარმსდგარიყვნენ.