15.ივნისი .2022 09:19

წალკაში ინფრასტრუქტურული პროექტი - „კასს ლენდი“ გაიხსნა

231
უკან

თიბისის მხარდაჭერით, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე პირველი ინფრასტრუქტურული პროექტი - „კასს ლენდი“ გაიხსნა. „კასს ლენდი“ ებრაული კომპანია „კასს გრუპის“ პროექტია, რომელიც საქართველოში პირველად, საერთაშორისო კერძო ინვესტიციით, დაცულ ტერიტორიაზე ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს და მოიცავს კანიონზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის ხიდს, რომლის შუაგულში განთავსებულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, ტერიტორიაზე მდებარეობს პრემიუმ ხარისხის სასტუმრო კომპლექსი კოტეჯებით, ასევე ვიზიტორთა ცენტრი, 1800 მეტრიანი გზა ჩანჩქერამდე მისასვლელად, ულამაზესი ხედები, საკემპინგე ადგილები და სხვა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. პროექტის გახსნის ცერემონიალი გუშინ გაიმართა.