მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - რა შეიცვლება ბაზარზე?

BM.GE
11.11.22 16:41
434
საქართველომ მედიკამენტების იმპორტი გაზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 296 მლნ დოლარის ღირებულების 9 225 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი განხორციელდა. წელს იმპორტის ღირებულება 15%-ით, ხოლო შეძენილი საქონლის მოცულობა 28.7%-ით გაიზარდა. მედიკამენტების მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთი იყო და ამ მიმართულებიდან წამლების იმპორტის ღირებულება 54%-ით, ხოლო მოცულობა 129.7%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მეზობელი ქვეყნიდან უფრო მეტი მოცულობის მედიკამენტი შემოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ გასული ხუთი წლის სტატისტიკის მიხედვით, თურქეთიდან იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს იყო. ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობა, 2023 წლის პირველი იანვრიდან წამლებზე რეფერენტულ ფასებს აწესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელი იქნება. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განმარტებით კი, პირველ ეტაპზე რეფერენტულ ფასს მხოლოდ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე დააწესებენ, რომელიც 1 100 დასახელების მედიკამენტს შეეხება.

სტუმარი: თენგიზ ვერულავა - ჯანდაცვის სპეციალისტი