მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: საჭიროა მედიკამენტების ფასების რეგულაცია

BM.GE
16.07.21 18:21
602
ამ ეთერში თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ერთ რეკომენდაციაზე, რომელიც კონკრეტულად საქართველოსთვის შემუშავდა და საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის მიერ ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით გავრცელებულ 129 გვერდიან კვლევაში მოხვდა.

ამ რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად საჭიროა ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასების რეგულირება.

კვლევაში ნათქვამია, რომ „მედიკამენტების ფასები მაღალია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით და აფთიაქების მოგების მარჟა (ხშირად 100% -ზე მეტი) მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ ზღვარს“. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდები, 2018 წელს უმდიდრესი კვინტილის გარდა, ყველა წლისთვის და ყველა ჯგუფისთვის კატასტროფული ხარჯვის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო, რაც WHO -ს შეფასებით, ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ღარიბ შინამეურნეობებზე.

ჯანმოს რეკომენდაციებამდე ფასების რეგულირების თემაზე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მან ჯანდაცვის განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თქვა, რომ "სახელმწიფო და მოქალაქეები მედიკამენტების ფასების მძევლად არიან ქცეულნი; საჭიროა, მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება".

ამ გეგმის წარდგენისას ისიც მოვისმინეთ, რომ საქართველოს მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმირებას და მის გაფართოებას გეგმავს. ახალი სოციალური კოდექსით მთავრობა ჯანდაცვის პროგრამების გარდა, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების გაფართოებასაც გეგმავს, მათ შორის საუბარია "უმუშევრობის დაზღვევის" სისტემის შემოღებაზეც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური კოდექსის მიღება 2023 წლისთვის განიხილება.

სტუმარი: აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის სპეციალისტი;
SHOW LESS