მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინანდლის ფესტივალი 2020

BM.GE
15.10.20 10:30
756
კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ გეგმები დააკორექტირა თუმცა პირობა რომ წინანდალი ყოველ წელს კლასიკური მუსიკის მოყვარულების ყურადღების ცენტრში აუცილებლად იქნებოდა შესრულებულია. წინანდლის ფესტივალი სექტემბრის მეორე ნახევარში შედგა და ვარსკვლავთცვენას არც წელს უჩიოდა. ყველაფერი კავშირშია, ამბობენ სილქნეტში და თქვენ წარმოიდგინეთ კლასიკური მუსიკის ფესტივალიც კავშირშია საქმესთან, რომელსაც პანდემიის პირობებშიც შეუძლია შედეგზე გავიდეს. არადა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ყველაზე აქტიურ იყო ინტერნეტზე მოთხოვნა და მომხმარებლები ძირითად სერვისებზე წვდომას ინტერნეტისთ ახერხებდნენ, კომპანიამ შეუფერხებელი მუშაობით უზრუნველყო.

სილქნეტმა პანდემიის პირობებში სოციალური პასუხისმგებლობითაც იაქტიურა, დატვირთული ქსელების ფონზე შეფერხებებიც არ ჰქონიათ და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიითვის მთავარი გამოწვევა გაზრდილი ინტერნეტ მოხმარების ფონზე მოთხოვნის დაკმაყოფილება იყო, ფესტივალიც ჩატარდა, საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით დაუკრა, ვუმასპინძლეთ მარტა არგერიხს, დანიელ ლოზაკოვიჩს და ნელსონ გოერნეს და შემოდგომის კახეთი წელსაც იქცა მსოფლიო კულტურული მოვლენების ცენტრად.

სტუმარი: დავით საყვარელიძე - წინანდლის ფესტივალის დირექტორი