21.სექტემბერი .2021 15:52

წისქვილკომბინატები დახურვის ზღვარზე

136
უკან

საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასმა უკვე გადააბიჯა ფსიქოლოგიურ ნიშნულს. ერთი ტონა ხორბლის ღირებულება გასცდა 300 დოლარს. ხორბალზე ფასის ზრდის პარალელურად, ქვეყანაში აგრესიულად დაბალ ფასად შემოდის ფქვილი, ხორბალზე მაღალი ფასის გამო კი აზრი ეკარგება ადგილობრივი წისქვილკომბინატების მუშაობას. კერძო სექტორში უკვე ალაპარაკდნენ, რომ შესაძლოა ელევატორებმა მუშაობა შეაჩერონ და 5 ათასამდე ადამიანი, რომელიც დარგშია დასაქმებული, უმუშევარი დარჩეს. გამოსავლის გზებზე სამსჯელოდ მთავრობაში უკვე შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.