წყალტუბოში მდებარე 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი 47.5 მილიონი ლარია - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს დღეს, წყალტუბოს განვითარების პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ განუცხადა. თავად ღონისძიება სიახლეებით დატვირთული არ იყო - არც ბიძინა ივანიშვილის გეგმების კონკრეტიკა მოვისმინეთ და არც შეთავაზებები იმ ბიზნეს სექტორისთვის, რომელიც სამომავლოდ, წყალტუბოს სანატორიუმის პოტენციურ ინვესტორად შეიძლება განვიხილოთ. კერძო სექტორთან ერთად, პროექტის საჯარო განხილვაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ კითხვებიც დასვეს. ვის რა აინტერესებდა წყალტუბოს მომავალი ცხოვრების შესახებ და რა პასუხები მიიღეს?