04.მაისი .2021 23:25

ხევსურეთის 12 სოფლამდე ავტომობილით მისვლა შეუძლებელია

510
უკან

ხევსურეთის 12 სოფლამდე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუძლებელია- ამის შესახებ bm.ge-ის შატილში მაცხოვრებლებმა განუცხადეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხევსურეთის მასშტაბით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ გზების გაწმენდა გართულდა, რის გამოც მათ ტრანსპორტით გადაადგილება უჭირთ. ადგილობრივები ვერც ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან, რომელიც ხევსირეთში მაისში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება.