მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხილის ექსპორტის შედეგები და გამოწვევები

BM.GE
11.11.21 12:27
537
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 478 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 100%-ით აღემატება.

ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა და 2020 წელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ვაშლის ექსპორტს, ბოლო მონაცემებით ქვეყნიდან 2,271 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, საერთო ღირებულებით - 1,437 ათასი აშშ დოლარი.

2021 წლის 1 აგვისტოდან 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა, ხოლო 4 ტონა ვაშლის სომხეთში გავიდა.

რამდენად ხელსაყრელია წელს ქართული ხილისთვის უცხოური ბაზრები და როგორ მიმდინარეობს ექსპორტი?

სტუმარი: ვახტანგ ბეჟიტაშვილი - "ფრუტილიას" დამფუძნებელი.