მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხის კოტეჯებზე მოთხოვნა იზრდება

BM.GE
08.03.23 12:04
188
ხის კოტეჯებზე მოთხოვნა იზრდება, რისი მიზეზიც წლების განმავლობაში მომხმარებლებში გაზრდილი ნდობა და ბოლო ერთ წელში ტურიზმის სექტორში გამოსწორებული ვითარებაა. როგორც “საქმიან დილასთან” კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოთხოვნის ზრდასთან ერთად ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში გაზრდილია ფასებიც, რაც იმპორტირებული ნედლეულის, მათ შორის ხის გაძვირებამ განაპირობა. ბაზარზე ტენდენციები მაინც იცვლება, თუ ადრე რამდენიმე სართულიან კოტეჯებზე იყო მოთხოვნა, ახლა განსაკუთრებული გამოხმაურება ერთ სართულიან ხის კოტეჯებზეა, რაც ხშირად კომერციული მიზნებით გამოიყენება.