მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხმაური პარლამენტში - მაღალი პროცენტი საპენსიო სესხებზე

BM.GE
21.06.21 23:17
618
ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა ოპოზიციონერი დეპუტატების კანონპროექტის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში. ინიციატივა ცვლილებებს პენსიის შესახებ კანონში ითვალისწინებს, რის მიხედვითაც პენსიონერს ენიჭება უფლება თავად აირჩიოს რომელ ბანკში ჩაერიცხოს პენსია. მოსმენისას, კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა რამდენჯერმე ახსენა, საბოლოოდ კი ინიციატივამ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო. რატომ და რა მოხდა კომიტეტზე?