მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხმაურიანი განხილვა პარლამენტში - ირაკლი რუხაძე კახა ბექაურს - "ინიციატივა კრეტინიზმი და სიგიჟეა!"

BM.GE
10.07.20 18:28
1431
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს თქვა, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ყველანაირი კითხვის ნიშნები უსაფუძვლოა.

მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას. კანონპროექტით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება - მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.

დღეს პრემიერი გამოეხმაურა საკმაოდ ფართო სპექტრის კრიტიკას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით- მათ შორის, სატელეკომუნიკაციო კომპანიების, არასამთავრობო სექტორის, მედიის და დარგის სხვა წარმომადგენლების კრიტიკას და კითხვის ნიშნებს და თქვა, რომ „ყველა კითხვის ნიშანი უსაფუძვლოა“.