მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბალს ფქვილის იმპორტი ანაცვლებს - შეიცვლება თუ არა პურის ფასი?

BM.GE
14.01.22 18:48
947
ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებულ პრობლემებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. რუსეთის მიერ ხორბლის იმპორტზე ბაჟის გაზრდის გამო, დღეს ფქვილის იმპორტმა ხორბლის იმპორტს საგრძნობლად გაუსწრო. ამის გამო, ქვეყნის მარაგები კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდა, ადგილობრივი წარმოება შეფერხებულია და ბიზნესს ამ ნაწილში სერიოზული პრობლემები აქვს. ბიზნესი ამბობს, რომ ხორბლის მარაგებზე პასუხისმგებლობას ვეღარ აიღებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მემორანდუმის გამოწვევის თაობაზე მიმართავს. მეხორბლეები პრემიერთან და ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან შეხვედრას ითხოვენ. ელენე გოგბერაშვილმა იმუშავა თემაზე ანალიტიკა-სთვის.