მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის მოსავლის აღება და გაძვირებული დიზელი

BM.GE
06.07.22 14:28
299
საქსტატმა 2022 წლის ივნისის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 12.8% იყო. მათ შორის ჯგუფების მიხედვით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათზე დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც წინა წელთან შედარებით 21.8%-ით არის გაძვირებული. 19.4%-ით მეორე ადგილზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება. 

პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა, ნაწილობრივ საწვავის გაძვირებას უკავშირდება. ბოლო დღეებში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასებმა ისევ მოიმატა. განსაკუთრებით გაძვირებულია დიზელი. მათ შორის, ეკო დიზელზე ფასმა 19 თეთრით მოიმატა და ახლა 4.76 ლარი ღირს, ევრო დიზელზე - 18 თეთრი მატების შემდეგ ფასი 4.72 ლარია. 

რატი კოჭლამაზაშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე საქმიან დილას ეუბნება, რომ აგროპროდუქტებზე 21%-იანი გაძირების მიუხედავად, ფასების კვლავ მომატებას ელოდება, რადგან დიზელზე ფასების მკვეთრი ცვალებადობა საერთაშორისო ბაზარზეც ნარჩუნდება.