მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხოშარაულის ქუჩაზე "ცენტრ-პოინტის" ობიექტი, შესაძლოა "ანაგმა" დაასრულოს

BM.GE
14.01.20 18:53
919
გასული წლის ბოლოს, თბილისის მერია ცენტრ-პოინტის საცხოვრებელი ობიექტების დასრულებასთან დაკავშირებით, ინვესტორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. როგორც BMG-მ გაარკვია, ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და მერიას შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ თუ ცენტრ-პოინტი გარკვეულ ვალდებულებებს შეასრულებს, ანაგი ცენტრ-პოინტის ერთ-ერთი დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობას განაახლებს.