მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთში ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა

BM.GE
11.07.22 13:06
298
საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი გასამმაგდა. საქსტატის მონაცემებით, წელს, 5 თვეში აღნიშნულ ქვეყანაში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 63,868 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 20,858 მლნ აშშ დოლარი.რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-მაისში ყაზახეთიდან 13,968 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, 2021 წლის 5 თვეში - 7,772 მლნ აშშ დოლარის. 

საქართველოდან ყაზახეთში უმეტესად მსუბუქი ავტომობილები, მინერალური და მტკნარი წყლები, ასევე ნატურალური ღვინოები გადის. რაც შეეხება ექსპორტს ყაზახეთში უმეტესად ხორბალს, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს და შავი ლითონებისგან დამზადებულ მეტალოკონსტრუქციებს ვყიდულობთ.

ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ყაზახეთმა შესაძლოა, რუსეთსა და ბელარუსში სანქცირებული საქონლის გატარება აკრძალოს. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყაზახეთის ხელისუფლება სანქცირებული საქონლის ელექტრონულ ინვოისებს აღარ დაამოწმებს, რის გარეშეც ასეთი საქონლით რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გადაკვეთა აიკრძალება.

ასევე გასული კვირის ბოლოს ცნობილიო გახდა, რომ ყაზახეთი დსთ-ს სავალუტო ხელშეკრულებას ტოვებს. შესაბამისს გადაწყვეტილებას ხელი ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა მოაწერა. რუსული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაშია ხელმოწერის დღიდან, რომელიც 8 ივლისით თარიღდება. კომიტეტი სავალუტო ანგარიშსწორებისა და საკრედიტო ურთიერთობების სფეროში ორგანიზაციის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ასევე თანამეგობრობის ქვეყნების სავალუტო კანონმდებლობების დაახლოებისა და გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა.

რას შეცვლის მიმდინარე პროცესები საქართველოსთვის, საქართველო ყაზახეთს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებზე?

სტუმარი: გიორგი ჯახუტაშვილი -ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე;