მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველი რეკორდულად გაძვირდა

BM.GE
14.09.22 16:19
353
საქართველოში რძის პროდუქტები რეკორდულად გაძვირდა. ფასები გაიზარდა ყველზე, რძესა და რძის პროდუქტებზე. ოფიციალური სტატისტიკით, აგვისტოში წლიურად რძის ღირებულება 19.5%-ით გაიზარდა. იმერული ყველის ფასი 23.6%-ით, მაწონი 22%-ით, ხაჭო და არაჟანი კი, 20 და 13%-ით გაძვირდა. Ზრდაა თვიურ ჭრილშიც. აგვისტოში იმერული ყველი 13%-ით იყო გაძვირებული. დღეს 1 კგ იმერული ყველი ბაზარზე 16-20 ლარი ღირს, ხოლო სულგუნი 21- 25 ლარი -- ფასები უფრო მაღალია ქარხნულ ნაწარმზე.. რამ განაპირობა რძისა და რძის პროდუქტების რეკორდული ფასი? 

სტუმრები: რუსუდან გიგაშვილი - "მომავლის ფერმერი-"ს დამფუძნებელი;
ნიკოლოზ ბენიაიძე - "შირაქი"-ს დამფუძნებელი;