მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველის და რძის ღირებულება შემცირდა - რა არის მიზეზი?

BM.GE
12.04.23 10:17
332
ყველის ღირებულება შემცირდა, რისი მიზეზიც სეზონურობა გახდა. როგორც ყველის მწარმოებელი კომპანიები BMG-სთან ამბობენ, ყველზე ფასის კლება, რძის ნაწარმის გაიაფებამ გამოიწვია. კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაზაფხულზე წველადობა მატულობს, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში ჭარბ რძეს აჩენს, შედეგად იაფდება, როგორც რძე, ასევე რძის ნაწარმი, მათ შორის ყველი. ასევე შემცირებულია რძის ფხვნილის ფასი, რაც ადგილობრივ ბაზარზეც აისახა. მათივე თქმით, რძის ნაწარმის ფასი მათ შორის ყველის, ზაფხულში კვლავ მოიმატებს შემოდგომის ბოლოს პიკს მიაღწევს, ხოლო იანვრიდან ისევ დასტაბილურებას დაიწყებს.