მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზალა” - #მხოლოდქართული რესტორანი & მარანი

BM.GE
30.01.23 00:29
333
კიდევ ერთი ქართული კომპანია უნდა გაგაცნოთ რუბრიკა ,,მხოლოდ ქართულის“ ფარგლებში. ,,ზალა“ რესტორანი და მარანი - ასე ჰქვია ბევრისთვის ნაცნობ და საყვარელ ობიექტს, რომელიც ვერაზე მდებარეობს. ეს არის რესტორანი, რომელიც სრულიად განსხვავებული კონცეფციისა. გარდა უგემრიელესი კერძებისა, რესტორანს ინტერიერი გამოარჩევს, ,,ზალაში“ ყველა ოთახი განსხვავებულია და ინტერიერის მთავარი სიმდიდრე ანტიკვარული ნივთებია, რომელსაც ,,ზალას“ შემოქმედი თავად არჩევს. ,,ზალას“ გამოარჩევს მარანიც, სადაც ქართული მცირე მარნების ღვინეობია წარმოდგენილი. ობიექტის დამფუძნებელი უდიდესი გეგმები აქვს. ვრცელ ჩამონათვალში განსაკუთრებულ ყურადღებას ნიუ-იორკის ბაზარზე შესვლა იქცევს. ქართული კომპანია 3 მლნ დოლარის ინვესტიით, რამდენიმე წელში მომხმარებელს მანჰეტენზე უმასპინძლებს, ამისთვის პირველადი სამუშაოები უკვე დაწყებულია.


ზურა ბაქრაძე - “ზალა რესტორანი და მარანის” დამფუძნებელი.