27.იანვარი .2020 11:48

ზამთრის ტურისტული სეზონი აჭარაში

უკან

მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში, აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ და კვების ობიექტებს 238,665 ვიზიტორი სტუმრობდა. მოგზაურების ყველაზე დიდი რაოდენობა ქობულეთის ტურისტულ მარშრუტებზე დაფიქსირდა, რაც 137%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. ვიზიტების რაოდენობის მხრივ ლიდერობს ქედის მუნიციპალიტეტიც, სადაც გასულ წელს, 57%-ით მეტმა ადამიანმა იმოგზაურა. შემდეგ მოდის ხელვაჩაური +94%-ით, ხულო +61%-ით და შუახევი +30%-ით. რას უკავშირდება ტურისტების ინტერესის ზრდა და როგორ უმკლავდება არსებული ინფრასტრუქტურა მოგზაურების მზარდ ნაკადს?!


სტუმარი: თინათინ ზოიძე - ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე