მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზარალიანი საწარმოები -2018 წელი სახელმწიფო კომპანიებმა 805 მლნ ლარის ზარალით დაასრულეს

BM.GE
02.10.19 23:31
854
805 მლნ ლარი -  სწორედ ამ მოცულობის ზარალი ნახეს  საქართველოს მთავრობას დაქვემდებარებულმა სახელმწიფო კომპანიებმა 2018 წელს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ 2019-2023 წლებისთვის მომზადებულ ფისკალური რისკების ანალიზშია ნათქვამი. როგორც ირკვევა,  ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის შეფასების მიზნით, შეიმუშავა კითხვარები, რომელიც დაეგზავნა ცენტრალური და მუნიციპალური მთავრობის საწარმოებს. ფინანსური ანგარიშგებები სულ წარმოადგინა 67 საწარმომ, რომელთა შორისაა ყველა მსხვილი სახელმწიფო კომპანია  - საქართველოს რკინიგზა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და სხვა.