მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზარალიანი სახელმწიფო ელექტროსისტემა - რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა?

BM.GE
07.10.19 23:31
935
სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 76 მლნ-იან ზარალზეა, მისმა CEO-მ კი როუმინგზე 156,738 ლარი დახარჯა-ასეთია აუდიტის დაკვნა.  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო.  ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის CEO-ს ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით იზრდებოდა. აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ორგანიზაცია ხელფასებს იმაზე მაღალი ტემპით ზრდიდა, ვიდრე მისი შემოსავლები იზრდებოდა. ამ პერიოდში ელექტროსისტემას სულხან ზუმბურიძე ხელმძღვანელობდა.