მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზარალიანი სახელმწიფო საწარმოები

BM.GE
12.07.20 13:13
686
236 სახელმწიფო საწარმო, 52 შვილობილი კომპანია და 805 მილიონი ლარის ზარალი მხოლოდ ერთ წელიწადში. ეს სახელმწიფო კომპანიების 2018 წლის ფინანსური მაჩვენებლებია და როგორც ხედავთ საკმაოდ დამაფიქრებელი და არასახარბიელო. არაეფექტურ მართვასთან ერთად სახელმწიფო საწარმოები არც მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნებაში არიან აქტიურები. ამიტომაც, 2019 წლის ანალიზი ჯერ არც გვაქვს და იდეაში არც განსაკუთრებულად კარგი შედეგების მოლოდინი შარშანდელ შედეგებზე, რადგან რაიმე ჩამოყალიბებული მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან,ან ხედვა მის კუთვნილებაში მყოფი საწარმოების მიმართ არც არსებობს. თუ არ ჩავთვლით რომ დამკვრელური ტემპით მიდის მათი სოციალურ საწარმოებათ გადაქცევის პროცესი, გადასახადის გადამხდელთა ანუ ჩვენს ხარჯზე.