მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზედაზენი“ ამერიკული MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა

BM.GE
25.07.22 08:32
388

ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი, ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის, ამერიკული კომპანია Molson Coors-ის ლუდის ბრენდის - MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა. კომპანიის კორპორატიული მმართველობის სისტემის ფინანსური, იურიდიული და ტექნიკური აუდიტის შემდეგ, ზედაზენის ლუდის პორტფელს, ამერიკული პრემიუმ ბრენდი - MILLER შეემატა. აღნიშნული ბიზნეს გარიგება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზედაზენის საწარმო, სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ მსოფლიო სტანდარტსა თუ მოთხოვნას, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის, პრემიუმ ბრენდების წარმოებისთვის.