მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზეთის გაძვირების მიზეზით კონკურენციის სააგენტო დაინტერესდა

BM.GE
21.04.21 18:30
508
ერთ შემთხვევაში, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ორ შემთხვევაში დადგინდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების ბაზრის 6 მოკვლევა. დასრულდა 3 – “ჯი თი მოტორსის“ საქმე, „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საქმე და „ჯევერს დეველოპმენტის“ საქმე. 2020 წელი, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის, პანდემიის მიუხედავად, გამორჩეული იყო იმითაც, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, და ასევე ძალაში შევიდა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის აღსრულება კონკურენციის სააგენტოს დაევალა. როგორ აპირებს ირაკლი ლექვინაძის უწყება საქართველოსთვის ჯერ უცნობი კანონის აღსრულებას, რომელ ბაზარს იკვლევს სააგენტო და რა მიმართულებით აწარმოებს მონიტორინგს?