მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზეთისხილის მსოფლიო საბჭო და საქართველო

BM.GE
16.01.23 00:44
318
,,ფორბს კვირას“ მეორე ბლოკს, ტრადიციულად ინტერვიუთი ვიწყებთ. დღესაც ვთვლი, რომ გამორჩეული სტუმარი გვყავს, მითუმეტეს განსხვავებით საქართველოს ბიზნეს საზოგოების სხვა წარმომადგენლებისგან, გიორგი სვანიძესთან არ მაკავშირებს არც ათწლეულების და არც ხანგრძლივი ურთიერთობა.

თუმცა, საკმარისი იყო გამოჩენილიყო ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაში, ეგრევე დაგამახსოვრებს თავს ენერგიულობით და მიზანმიმართულებით, რომელიც გამოიხატა საქართველოსთვის სრულიად უცნობი მიმართულების, ზეთისხილის წარმოების და ცხადია, ამ კულტურის მოშენების იდეის პოპულარიზაციაში და ამ ნიშის იმგვარად ათვისებაში, რომ საქართველო ბოლო წლებია არაერთ საერთაშორისო ფორუმს და კონფერენეციებს მასპინძლობს მსოფლიოს ზეთისხილის ინდუსტრიის ფარგლებში, არც აქ გაჩერდა და იმდენი მოახერხა, რომ ამ მიმართულებაში საქართველოს პოზიციები უმაღლეს დონეზე აიყავანა, რაც გამოიხატება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, იგივე IOC -ის პრეზიდენტობით, 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე.

თავად გიორგი სხვანიძე გახლავთ 1971 წელს დაბადებული, არის ნიდერლანდების მოქალაქე, საქართველოს ტექნიკური უნივესრისტეტის და დელშონი კოლეჯის კურსდამთავრებული, ამას ჩიკაგოში ბიზნეს კომუნიკაციების მიმართულებით 2-წლიანი კურსი დაუმატა ბერლიციზს კოლეჯში.

ქართული ზეთისხილის და კომპანიის მართვის გარდა, მართავს არჩვეულებრივ ,,შატო სვანიძე 1877“-ს, რომელიც საოჯახო ბინზესს წარმოდგენს. კიდევ ბევრ ბიზნესპროექტშია ჩართული, ისევე როგორც დღემდე არის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ხელმძღვანელობს საქართველო-საუდის ბიზნესს საბჭოს.


სტუმარი: გიორგი სვანიძე - ზეთისხილის მსოფლიო საბჭოს (IOC) პრეზიდენტი.