მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ბოლო 3 დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესება შეიმჩნევა - ამირან გამყრელიძე

ვიქტორია მღებრიშვილი

07.10.21 13:15 1690 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ბოლო დღეებში ეპიდვითარების გაუარესების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამაზე ყურადღება აუცილებლად უნდა გამახვილდეს.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვირუსის შეჩერების გზა ვაქცინაციაზე გადის.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა და ყველა მაჩვენებელი თითქმის ბოლო ერთი თვის განმავლობაში იკლებდა - ინცინდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობაც ქვემოთ წამოვიდა, რეპროდუქციის ინდექსი, მაგრამ ბოლო 3 დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა. ძალიან გთხოვთ, ამას ხაზი გაუსვით. ბოლო 3 დღეა წინა ორ კვირასთან შედარებით სამშაბათიც, ოთხშაბათიც, ხუთშაბათიც 300 ერთეულით მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს წინა სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იყო და ასევე ორი კვირის წინა სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. ანუ ეს ძალიან ყურადღების მისაქცევი ფაქტია, რომ ჩვენ ნელ-ნელა ისევ ახალი შემთხვევების ზრდა გვეწყება. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს... ამიტომ ამ პროცესს მხოლოდდამხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს.

ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დავარდა და ბოლო ერთი კვირაა 7-8-9 ათასის ფარგლებში ვართ. ეს დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია ვიდრე აგვისტოში გვქონდა და 2.5-ჯერ ნაკლებია ვიდრე სექტემბერში გვქონდა. ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები