ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების ფონზე, ბირჟაზე ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ერთი მონეტის ღირებულებამ 104,000 დოლარს მიაღწია, რაც კრიპტოაქტივის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია. ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ დოლარს აღწევს, ხოლო კრიპტოინდუსტრიის საერთო შეფასება 3 ტრილიონ 900 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.
ბიტკოინის რეკორდული ზრდის ფონზე, მკვეთრადაა გაზრდილი ეთერიუმის, სოლანას, კარდანოს და სხვა კრიპტოვალუტების ღირებულება, რაც სწორედ ტრამპის არჩევას უკავშირდება.