მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება"

5b28caa4d7b52
BM.GE
19.06.18 13:18
645
„პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისა.

“ეს არის მინიმუმი რაც ჩვენ შეგვეძლო და გავაკეთეთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის დიდწილად იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში. “_ აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით 500-ზე ცოტა მეტი ადმინისტრაციული პოზიცია შემცირდა, რის ხარჯზეც ხელფასების გაზრდა და ტექნიკური აღჭურვის გაუმჯობესება მოხდა.

გიორგი გახარიას თქმით, კრიმინალური პოლიციის სრული რეფორმა წლის ბოლომდე დასრულდება. მისივე განცხადებით, წლის ბოლომდე დასრულდება ახალი საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობის მშენებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები