მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 დღეში სამეგრელოში 790 კოლოფი სიგარეტი ამოიღეს

5f1fe8005feb2
BM.GE
28.07.20 12:55
1138
27–28 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ ზუგდიდში, 24 საათიან რეჟიმში განხორცილებული მონიტორინგის შედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის (790 კოლოფი უაქციზო სიგარეტი) ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ის შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ საქონელი.

ერთ შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები